
სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამამუშავებელმა საწარმოებმა, მიმდინარე წლის 13 ოქტომბრიდან 1-ელ ნოემბრამდე, 5, 500 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარეს. შედეგად, ფერმერებმა 1,4 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს, მათ შორის, სახელმწიფო სუბსიდია 500,000 ლარს აჭარბებს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
როგორც სააგენტოში აღნიშნეს, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტულ ვაშლს ხილის გადამამუშავებელი 10 საწარმოო იბარებს შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონებში.
რაც შეეხება გორის მუნიციპალიტეტს, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება შესაძლებელია 5 ობიექტზე: სოფელ ტყვიავში ორი მიმღები პუნქტი ფუნქციონირებს, 1 - კვარხითში, 1 - გარეჯვარში და 1 - გორში (შინდისის გზატკეცილი №17, საწარმო „კულა“).
შეგახსენებთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდია 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრია. პროგრამაში ჩართვა კი შეუძლია ხილის გადამამუშავებელ ყველა იმ საწარმოს, რომლებიც 2026 წლის 18 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ. არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 25 თეთრად შეისყიდის.
არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, შიდა ქართლში საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებს.