საზოგადოება
04.11.2026 12:32
მუნიციპალური განვითარების ფონდმა კარალეთში ძიუდოს დარბაზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში ძიუდოს დარბაზის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის სავარჯიშო სივრცეების, გასახდელების, საშხაპეების, მწვრთნელების, სამედიცინო და ადმინისტრაციული ოთახების მოეწყობა. გათვალისწინებულია, ასევე საინჟინრო კომუნიკაციების და შენობის გამართული ექსპლუატაციისთვის საჭირო ტექნიკური სისტემების მონტაჟი.

„პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სპორტსმენების საჭიროებების შესაბამისი პიროებების, უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას. კარალეთის ძიუდოს დარბაზის გახსნა ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდა თაობის სპორტულ აქტივობებში ჩართვას და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას“, - აღნისნავენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, წინადადებების მიღება 25 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 989 748 ლარია.

კვირის ამბები