საზოგადოება
03.11.2026 16:39
გამოვლენილი დარღვევების გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში  ფრინველთა  არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა.

სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ზ.ს (მისამართი :გორის მუნიციპალიტეტი სოფელი ქვახვრელი) და ფიზიკური პირი თ.ხ. (მისამართი: კასპის მუნიციპალიტეტი სოფელი ფერმა) საქმიანობას (ფრინველების დაკვლა რეალიზაციის მიზნით) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა  და სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ.

კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

კვირის ამბები