საზოგადოება
03.11.2026 14:48
ფლორიდაში, ბაჰამის კუნძულების მიმართულებით მფრინავი კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა

ბაჰამის კუნძულების მიმართულებით მფრინავი კერძო თვითმფრინავი Learjet60 ფლორიდაში, პალმ-ბიჩის ოლქში ჩამოვარდა.

თვითმფრინავი ტეხასის შტატიდან, ოსტინიდან ბაჰამის კუნძულებისკენ მიფრინავდა.

ავიაკატასტროფის დროს, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

გარდაცვლილებს შორის არიან პილოტები და ცნობილი ტექნოლოგიური მეწარმის - ადამ რობინსონის ოჯახის წევრები.

ავიაკატასროფამდე რამდენიმე წუთით ადრე პილოტმა განაცხადა, რომ ძლიერი ტურბულენტობის და ნალექის ზონაში შევიდნენ, რაც, სავარაუდოდ, კატასტროფის მიზეზი გახდა.

თვითმფრინავი საავტომობილო გზის სიახლოვეს ჩამოვარდა და აფეთქდა.

კვირის ამბები