
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურების მოწყობის პროექტი გრძელდება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა, ქვეყნის მასშტაბით, ყოველწლიურად ხორციელდება. ინიციატივის მიზანს კი დევნილების და ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა წარმოადგენს.
„სააგენტო, რამდენიმე წელია ხელს უწყობს სოფლად განსახლებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს საკუთარი საქმიანობა წამოიწყონ ან გააფართოონ, ამიტომ სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას ყოველწლიურად ახორციელებს. პროექტით დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ იძულებით გადაადგილებულ პირთა ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების სამმართველოს ტელეფონის ნომერზე: 032 2 14 02 41“, - აცხადებენ უწყებაში.
ცნობისთვის, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფლებშია მოწყობილი.