

ერთიანი ჯანმრთელობის მსოფლიო დღე - 3 ნოემბერი, 2016 წელს, ერთიანი ჯანმრთელობის კომისიის ინიციატივით დაარსდა და ყოველ წელს სხვადასხვა თემით აღინიშნება. 2026 წლის გზავნილია - „ერთობლივი ძალისხმევა ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობის დასაცავად“.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ამ დღის აღნიშვნის მთავარი მიზანია საზოგადოების ინფორმირება ადამიანების, ცხოველებისა და გარემოს ჯანმრთელობას შორის არსებული მჭიდრო კავშირის შესახებ.
„ერთიანი ჯანმრთელობა ცხოველებსა და ადამიანებს შორის გადამდები ინფექციების პრევენციასა და კონტროლს; ანტიმიკრობული რეზისტენტობის შემცირებას; სურსათისა და წყლის უვნებლობას; კოღოებით, ტკიპებითა და სხვა გადამტანებით გავრცელებული დაავადებების პრევენციას; გარემოს დაბინძურებისა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შემცირებას მოიცავს“, - აღნიშნავენ მედიკოსები.
ჰაერის ტემპერატურა გორში 14-15 გრადუსია მოსალოდნელი, მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში კი - 9 გრადუსი