სპორტი
03.11.2026 13:13
ხვიჩა კვარაცხელია FIFPRO-ს 2026 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების ერთ-ერთი კანდიდატია

პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციამ 2026 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების კანდიდატთა საბოლოო სია გამოაქვეყნა.

26 ფეხბურთელს შორის მოხვდა საქართველოს ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიაც.

2026 წლის საუკეთესო თერთმეტეულის გამოსავლენად გამართულ კენჭისყრაში 73 ქვეყნის 19 806 პროფესიონალი ფეხბურთელი მონაწილეობდა. საბოლოო სიმბოლური ნაკრების შემადგენლობა 9 ნოემბერს გახდება ცნობილი.

კვირის ამბები