ყველაფერი
02.11.2026 10:28
2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხასიათდება მაღალი კომუნიკაბელურობით, მოქნილობით და ახალი იდეების აქტიური განხილვით. დღევანდელი ასტროლოგიური განწყობა ხელს უწყობს საქმიანი კავშირების გამყარებას, მოლაპარაკებებს და სწავლის პროცესს, თუმცა, ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას სიფრთხილე გამოვიჩინოთ და არ ვიჩქაროთ.

2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზით, დღე განსაკუთრებით ხელსაყრელი და წარმატებულია ლომის, ქალწულის და თევზების ნიშნებისთვის.

♈ ვერძი
დღე თქვენგან აქტიურობას და ინიციატივის გამოჩენას მოითხოვს. ნუ იჩქარებთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. პირად ცხოვრებაში შესაძლოა სიახლეების და ცვლილებების სურვილი გაგიჩნდეთ.

♉ კურო
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის სისტემას, მოერიდეთ ცხიმიანი და მწარე კერძების მიღებას. ფინანსური კუთხით, კარგი პერიოდია მიმდინარე კვირის გეგმების დასახვისთვის.

♊ ტყუპები
ურთიერთობებში დაპირისპირების და გაუგებრობების რისკი იმატებს, რაც ხშირად გადაჭარბებული მოლოდინების ბრალია. ეცადეთ, შექმნილ ვითარებას ობიექტურად შეხედოთ და შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

♋ კირჩხიბი
ემოციურად დატვირთული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს და მოერიდოთ ზედმეტ გადატვირთვას სამსახურში.

♌ ლომი
ასტროლოგების პროგნოზით, ეს დღე თქვენთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პოზიტიურია. გამოიყენეთ თქვენი შარმი და ენერგია როგორც პირად, ისე პროფესიულ საქმიანობაში.

♍ ქალწული
ხელსაყრელი დროა ახალი ცოდნის მისაღებად და სამომავლო გეგმების დასახვისთვის. შესაძლოა, საინტერესო იდეა ან შემოთავაზება მიიღოთ, თუმცა, საბოლოო პასუხამდე ყველა ვარიანტი კარგად აწონ-დაწონეთ.

♎ სასწორი
ფინანსური და საქმიანი საკითხების გადახედვისთვის კარგი პერიოდია. ყურადღება მიაქციეთ დაუსრულებელ საქმეებს და ვალდებულებებს, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები.

♏ მორიელი
ენერგიული დღეა, თუმცა, პარტნიორულ ურთიერთობებში, შესაძლოა, მცირე დაძაბულობამ იჩინოს თავი თქვენი გადაჭარბებული კრიტიკულობის გამო. ეცადეთ, იყოთ უფრო დამთმობი.

♐ მშვილდოსანი
ინტუიცია საგრძნობლად გიძლიერდებათ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თუმცა, მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურებს და გაუაზრებელ ხარჯებს.

♑ თხის რქა
საყოფაცხოვრებო ან ძველ საქმიან საკითხებთან დაბრუნება მოგიწევთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეები, თუკი მეტ ყურადღებას გამოიჩენთ პარტნიორის მიმართ.

♒ მერწყული
დღე აქტიურ კომუნიკაციას, შეხვედრებს და მოგზაურობას უკავშირდება. ახალი ნაცნობობა, შესაძლოა, მომავალში ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს თქვენი კარიერისთვის.

♓ თევზები
კარგი დროა ფინანსური სტაბილურობის მოპოვების და მატერიალური საკითხების მოსაგვარებლად. ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას და ნუ მოექცევით გარშემომყოფების ნეგატიური გავლენის ქვეშ.
 
 
 
კვირის ამბები