საზოგადოება
30.10.2026 15:45
ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტში იფნის ნერგები დარგეს

გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს თანამშრომლებმა დაცულ ტერიტორიებზე 100 იფნის ნერგი დარგეს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს ნერგები გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტომ გადასცა, მიზანი კი ბუნებრივი გარემოს გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების ხელშეწყობა და დაცული ლანდშაფტის ეკოლოგიური მდგრადობის გაძლიერებაა.

ღონისძიება პროექტის - „მდინარესთან დამეგობრება - ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მდგრადი მომავლისთვის“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც  DALIA - Rivers Revived ინიციატივით ხორციელდება.

კვირის ამბები