კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის ოცდამეთერთმეტე ტურის მატჩში გორის „დილა“ ქუთაისის „ტორპედოს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა 2 ნოემბერს ჩატარდება. თამაში 19:00 საათზე დაიწყება და რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი (ქუთაისი) უმასპინძლებს.
გასული ტურის მატჩში გორის „დილა“ ტყიბულის „მეშახტეს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
ცნობისთვის, ამჟამად „დილა“ სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.