გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ორ ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოცხადდა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ და განაცხადი ელექტრონულად წარადგინონ ვაკანსიების პორტალზე: https://vacancy.hr.gov.ge ამავე პორტალზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას იმ კრიტერიუმების შესახებ, რასაც აღნიშნული ვაკანსიის დაკავებისთვის აპლიკანტი უნდა
აკმაყოფილებდეს.
რაც შეეხება ვაკანტურ სამუშაო ადგილებს, ღია კონკურსი გამოცხადებულია სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის და ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების IV რანგის III კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის პოზიციებზე.