საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გორში შეხვედრა გამართა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან ერთად, რეგიონში მოქმედი სამშენებლო კომპანიების, ზედამხედველობის სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება სამუშაოების დადგენილ ვადებში და სათანადო ხარისხით შესრულების მნიშვნელობაზე გამახვილდა.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, მუნიციპალიტეტების მერები და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.