საზოგადოება
29.10.2026 16:31
საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტში სამუშაოები მიმდინარეობს
საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, გორის კეთილმოწყობის სააგენტო, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, არაერთ სამუშაოს ახორციელებს.

როგორც სააგენტოში აღნიშნავენ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს საგზაო ნიშნების განახლება-მონტაჟი, სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერების მოწყობა, დასახლებული პუნქტების აღმნიშვნელი საინფორმაციო დაფების მონტაჟი და დაზიანებული ბოძკინტების და ცხაურების განახლება.
კვირის ამბები