სსიპ - ქალაქ გორის №5 საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის სამი ვაკანსიაა.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 20-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს, სავარაუდო ანაზღაურება კი თვეში 396-792 ლარითაა განსაზღვრული.
დამსაქმებლის განცხადებით, კანდიდატი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტის შტატზე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:ჰქონდეს ბაკალავრის/ მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან იყოს დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ჰქონდეს მუშაობის, მოხალისეობის ან სტაჟირების მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება; ფლობდეს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების კანონზომიერებების და დარღვევების შესახებ და ჰქონდეს მინიმალური კომპეტენცია ასისტირების სტრატეგიების და ქცევის მართვის საკითხებზე.
მსურველმა განაცხადი ელექტრონულად www.pedagogi.ge (teacherjobs. ge)-ზე, 8 ნოემბრამდე უნდა გაგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 16 ნოემბერია მითითებული.