„შემოდგომის სინდრომი“, რომლის შესახებაც მეცნიერები გვაფრთხილებენ - რატომ გვიყვარდება ახლა უფრო მარტივად?
შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ შემოდგომაზე უფრო მარტივად გვიყვარდება.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ შემოდგომის მოსვლასთან ერთად, სოციალურ ქსელებში წყვილების თბილი ფოტოების რიცხვი მკვეთრად იზრდება, ამასთან, იმასაც შენიშნავდი, რომ შემოდგომაზე ყველაზე მეტად გინდება ჩახუტება, ეს სულაც არ არის შემთხვევითი – ამას მეცნიერული ახსნა აქვს და დასავლურ კულტურაში ამ ფენომენს „Cuffing Season“ (წყვილების სეზონი) ჰქვია და რატომ? ფსიქოლოგების თუ მეცნიერების კვლევის და არაერთი გამოკითხვის საფუძველზე, ამას რამდენიმე ახსნა აქვს:
ცივი დღეების დადგომასთან ერთად, ჩვენს ორგანიზმში იკლებს „ბედნიერების ჰორმონის“ - სეროტონინის დონე. ქვეცნობიერად, ტვინი იწყებს ისეთი წყაროს ძებნას, რომელიც ამ დანაკლისს შეავსებს. ჩახუტება და სითბო კი ოქსიტოცინისა და დოფამინის გამოყოფას უწყობს ხელს.
საუკუნეების წინ, ზამთრის ცივ თვეებში გადარჩენის შანსი უფრო დიდი იყო მათთვის, ვინც ჯგუფურად ან წყვილებში ცხოვრობდა (სითბოსა და რესურსების გაზიარების გამო). ეს ინსტინქტი დღემდე მოგვყვება.
შემოდგომის წვიმიანი ამინდები, თბილი პლედი, ცხელი ყავა და ფილმების ყურება ბევრად სასიამოვნოა, როცა ამ ყველაფერს ვინმეს უზიარებ. მარტოობის განცდა ამ სეზონზე უფრო მწვავდება.
ასე რომ, თუ ახლა ვინმე განსაკუთრებულზე ფიქრობთ ან უცებ მოგინდათ პარტნიორის პოვნა, იცოდეთ - ეს შემოდგომის „ბრალია“!