სპორტი
22.10.2026 15:41
„გოლდენ გორი“ ძიუდოში ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს
ძიუდოს კლუბი „გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

შეჯიბრი 24 ოქტომბერს ჩატარდება და საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი უმასპინძლებს.

გორული კლუბი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს შემადგენლობაშია, ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ნინო ლოლაძე (57 კგ.), ნინო გულბანი (70 კგ.), ვაჟა მარგველაშვილი (73 კგ.), ზაურ დვალაშვილი 990 კგ.) და თამაზ ბიგანაშვილი (+90 კგ.). სპორტსმენთა მწვრთნელი ნოდარ მეტრეველია.

აღსანიშნავია, რომ „გოლდენ გორი“ ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე 2018 წლიდან ასპარეზობს და ერთი - ოქროს და ხუთი ბრინჯაოს მედლის მფლობელია.
კვირის ამბები