სპორტი
22.10.2026 13:57
საბა პავლიაშვილმა საქართველოს ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა
გორელი საბა პავლიაშვილი ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ვიცე-ჩემპიონია.

სპორტსმენი 66 კგ. წონით კარეგორიაში ასპარეზობდა და გადამწყვეტ შეხვედრაში ქარელელ მოჭიდავესთან დამარცხდა.

საბა პავლიაშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია (მწვრთნელი ირაკლი ლომიძე).

ქვეყნის პირველობა კასპში ჩატარდა. ტურნირი ადგილობრივი გამოჩენილი ფალავნების: ლადო გოგიბედაშვილს და ქრისტეფორე ნინიაშვილის ხსოვნას მიეძღვნა. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 200-ზე მეტი სპორტსმენი ასპარეზობდა. მონაწილეები პირველობისთვის ერთმანეთს ხუთ წონით კატეგორიაში დაუპირისპირდნენ. გამარჯვებულები თასებით მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდნენ. მედლები და სიგელები გადაეცათ მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენებსაც.
კვირის ამბები