სპორტი
21.10.2026 12:22
ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს გორი უმასპინძლებს
გორის სპორტის სასახლე ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

მსოფლიოს პირველობა 15 ნოემბერს ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ჩემპიონატში აბსოლუტურ კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენებთან ერთად, 80 კგ. წონითი კატეგორიის ფალავნებიც იასპარეზენ. გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებზე გასული სპორტსმენები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.

ცნობისთვის, 2025 წელს ქართულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველომ პირველად უმასპინძლა. ჩემპიონატი თბილისში ჩატარდა და 32 ქვენიდან ჩამოსულმა სპორტსმენებმა იასპარეზეს.
კვირის ამბები