სპორტი
21.10.2026 11:49
თავისუფალ ჭიდაობაში გამართული ტურნირი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა ორი მედლით დაასრულეს
ორი მედლით დაასრულეს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის სპორტსმენებმა თავისუფალ ჭიდაობაში გამართული შეჯიბრი.

მურად დოხტურიშვილის და ზვიად შეყილაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე ზემოაღნიშნული სკოლის მოჭიდავეთა ანგარიშზე ერთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია.

შეჯიბრის გამარჯვებული ჯეკო მინდიაშვილი (41 კგ.) გახდა. დემეტრე ინაურმა (35 კგ.) კი ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა. სპორტსმენთა მწვრთნელი გიორგი გოგშელიძეა.

მურად დოხტურიშვილის და ზვიად შეყილაძის სახელობის ტურნირს ქუთაისმა უმასპინძლა.
კვირის ამბები