სპორტი
20.10.2026 16:17
ქუთაისში გამართულ ტურნირზე ნუგზარ სხირელის სახელობის გორის თავისუფალი ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა თვრამეტი მედალი მოიპოვეს
ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა მურად დოხტურიშვილის და ზაურ შეყილაძის სახელობის XVII საერთაშორისო ტურნირზე თვრამეტი საპრიზო ადგილი დაიკავეს.

შეჯიბრი ორ ასაკობივ კატეგორიაში (2007-2009 და 2015-2016 წწ.) ჩატარდა და გორელთა მიერ მოპოვებული მედლებიდან ცხრა ოქროს, სამი ვერცხლის და ექვსი ბრინჯაოს სინჯისაა.

ტურნირის გამარჯვებულები რატი რევაზიშვილი (79 კგ; 2007-2009 წწ.), ნიკა მაისურაძე (92 კგ; 2007-2009 წწ.), ბექა ბერიანიძე (26 კგ; 2015-2016 წწ.), ნიკა ბერიანიძე (29 კგ; 2015-2016 წწ.), დაჩი კარელიძე (32 კგ; 2015-2016 წწ.), თომა პაპიტაშვილი (35 კგ; 2015-2016 წწ.), გიორგი კარელიძე (38 კგ; 2015-2016 წწ.), გაბრიელ ჩინჩრიკი (48 კგ; 2015-2016 წწ.) და ვანო კახნიაშვილი (+61 კგ; 2015-2016 წწ.) გახდნენ.

მეორე ადგილს და ვერცხლის მედალს საბა მინდიაშვილი (57 კგ; 2007-2009 წწ.), გიორგი სიჭინავა (65 კგ; 2007-2009 წწ.) და დანიელ გალეგაშვილი (29 კგ; 2015-2016 წწ.) დაეუფლნენ.

გიორგი წურიაშვილმა (61 კგ; 2007-2009 წწ.), აკაკი მაზმიშვილმა (74 კგ; 2007-2009 წწ.), გიგა ოთინაშვილმა (86 კგ; 2007-2009 წწ.), გურამ ქოთუაშვილმა (86 კგ; 2007-2009 წწ.), ანდრია მახარაშვილმა (35 კგ; 2015-2016 წწ.) და გაბრიელ კაკაურიძემ (42 კგ; 2015-2016 წწ.) ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.

მურად დოხტურიშვილის და ზაურ შეყილაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ქუთაისში ჩატარდა.
კვირის ამბები