ახალციხეში გამართულ ტურნირზე გორელმა და ვარიანელმა მოკრივეებმა ათი მედალი მოიპოვეს
კრივში გამართულ ლევან გიორგაძის სახელობის ტურნირზე გორელმა და ვარიანელმა სპორტსმენებმა ერთი - პირველი, ხუთი - მეორე და ოთხი მესამე ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრი ახალციხეში ჩატარდა და საქართველოს 25 ქალაქის წარმომადგენელი 175 მოკრივე (2012-2013 და 2014-2015 წწ.) მონაწილეობდა.
ტურნირის გამარჯვებული ცოტნე ივანიშვილი გახდა. მეორე ადგილი ნიკოლოზ მასურაშვილმა, დემეტრე ლაზარაშვილმა, გურამ ადუაშვილმა, საბა გოგიაშვილმა და გიორგი ბეჟანიშვილმა დაიკავეს. ბექა ქარელმა, ლაზარე ბერკაცაშვილმა, ზურაბ ტერტერაშვილმა და ნიკოლოზ ნონიკაშვილმა ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულეს.
საპრიზო ადგილებზე გასულ სპორტსმენთაგან შვიდი ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სპორტული სკოლის წარმომადგენელია (მწვრთნელები: ავთანდილ შოშიაშვილი, ბადრი ყულუმბეგაშვილი, ნიკო ანდღულაძე, ილია ტლაშაძე, გიორგი ღვინიაშვილი, ბექა ლობჟანიძე და ვაჟა ცაციაშვილი). გურამ ადუაშვილი, საბა გოგიაშვილი და გიორგი ბეჟანიშვილი კი გიორგი კანდელაკის სახელობის ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენები არიან (მწვრთნელი თემურ აბულაძე).