გორელი სპორტსმენი ზურაბ ჯანეზაშვილი საქართველოს მასტერსის გამარჯვებულია.
შეჯიბრი 2010-2011 წწ. დაბადებულ ვაჟ ძიუდოისტთა შორის ჩატარდა და ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ჯანეზაშვილმა 60 კგ. წონით კატეგორიის ფინალში კლუბ „ჩემპიონის“ სპორტსმენს სძლია.
ზურაბ ჯანეზაშვილი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის და ძიუდოს კლუბ „უფლისციხის“ სპორტსმენია.
რაც შეეხება დაჯილდოებას, თითოეულ წონით კატეგორიაში გამარჯვებული ძიუდოისტებს შესაბამისი ხარისხის მედლები და სიგელები გადაეცათ.