სპორტი
19.10.2026 14:39
კონსტანტინე პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
გორელი თავისუფალი სტილით მოჭიდავე კონსტანტინე პეტრიაშვილი 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.

პეტრიაშვილი 97 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ბელარუსი ვლადისლავ კაზლოუ 10-0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სპორტსმენმა მიმდინარე წელს, ბრატისლავაში გამართულ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზეც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, ევროპის ჩემპიონატის (20-წლამდელთა შორის) გამარჯვებული და ბრინჯაოს პრიზიორია (23 წლამდელთა შორის).

კონსტანტინე პეტრიაშვილი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია და მისი პირადი მწვრთნელი არჩილ ბარამიძეა.
კვირის ამბები