სპორტი
19.10.2026 12:04
გორის საფეხბურთო გუნდი ქარელში გამართული ტურნირის გამარჯვებულია
გორის საფეხბურთო გუნდი მურმან აკოფიანის სახელობის ტურნირის გამარჯვებულია.

შეჯიბრი ქარელში ჩატარდა და 2016 წელს დაბადებული სპორსტმენებით დაკომპლექტებული რვა გუნდი მონაწილეობდა.

ფინალში გორელებმა სოფელ ხიდისთავის გუნდი დაამარცხეს. შეჯიბრის ბოლოს სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესეობიც გამოვლინდნენ და გორელი ირაკლი სალამაძე ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. საუკეთესო თავდამსხმელის ტიტული ბექა მშვიდობაძეს ერგო.

რაც შეეხება დაჯილდოებას, გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.

ცნობისთვის, გორის გუნდის მწვრთნელები ნიკოლოზ სადაღაშვილი, გიორგი იჩქითი არიან.
კვირის ამბები