საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრას უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მატჩი 14 ნოემბერს ჩატარდება. თამაში 21:00 საათზე დაიწყება და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.
გულშემატკივრებისთვის საქართველო-უნგრეთის თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო.
მსურველებს ბილეთების შეძენა ონლაინ: BILETEBI.GE-ზე შეუძლიათ. მატჩზე დასასწრებად ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კატეგორიის ბილეთი, რომელთა ფასიც 20-დან 100 ლარამდეა. ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ სამი ბილეთის შეძენა შეეძლება.