საზოგადოება
16.10.2026 14:35
გორში პოეტის და მხატვრის - ჟუჟუნა ვაშაგაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართება
გორში პოეტის და მხატვრის - ჟუჟუნა ვაშაგაშვილის დაბადებიდან 90 წლისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო მოეწყობა.

საიუბილეო ღონისძიება გორის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით და გორის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართება.

შემოქმედებით საღამოს ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრი სკოლა (ფარნავაზის ქუჩა №1) უმასპინძლებს.

ღვაწლმოსილი შემოქმედის საიუბილეო საღამო 19 ოქტომბერს, 17:00 საათზე დაიწყება.
კვირის ამბები