სპორტი
16.10.2026 12:23
„დილა“ „იბერია 1999“-ს დაუპირისპირდება
გორის „დილა“ მომდევნო საფეხბურთო მატჩს „იბერია 1999“-ის წინააღმდეგ გამართავს.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 2026 წლის სეზონის ოცდამეცხრე ტურის შეხვედრა 19 ოქტომბერს ჩატარდება. თამაში 19:00 საათზე დაიწყება და თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალური სტადიონი უმასპინძლებს.

ცნობისთვის, ამჟამად „დილა“ სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეხუთე პოზიციაზეა.
კვირის ამბები