16.10.2026 09:54
გორში, აღმაშენებლის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში.
აღმაშენებლის გამზირზე ერთმანეთს ,,ფორდის" და ,,ფოლკსვაგენის" მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა, დაზიანდა ტროტუარზე გაჩერებული კიდევ ერთი ,,ფორდის" მარკის ავტომანქანაც.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალებები.