

მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე 5 გორელი იასპარეზებს.
მსოფლიოს პირველობა 23-წლამდელთა შორის ტარდება და ხვალ, 16 ოქტომბერს, არენაზე ნიკა ზანგალაძე (61 კგ.) გამოვა. 17 ოქტომბერს კი ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (57 კგ.), საბა ღამბაშიძე (65 კგ.), გოგა ოთინაშვილი (70 კგ.) და კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ.) იასპარეზებენ.
ხუთივე სპორტსმენს ევროპის და მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე სხვადასხვა სინჯის მედალები აქვთ მოპოვებული. მიმდინარე წელს, ევროპის ჩემპიონატზე (23-წლამდელები), ნიკოლოზ ბოჭორიშვილი და კონსტანტინე პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ. გარდა ამისა, პეტრიაშვილმა ახალგაზრდებს შორის გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალიც მოიპოვა.
ნიკა ზანგალაძე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია, ყველა დანარჩენი კი, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია.