

უკვე რამდენიმე დღეა, თურქეთში ინტენსიურად წვიმს.
უხვმა ნალექმა ქვეყნის გარკვეულ რეგიონებში წყალდიდობა გამოიწვია.
გარდა მდინარეებზე წყალმოვარდნისა, ბევრგან დაიტბორა ქალაქის ქუჩებიც.
თურქული მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფორმაციის თანახმად, ერთი დაღუპული 14 წლის მოზარდია, რომელსაც წყლის ნიაღვარში დენმა დაარტყა, მეორე გარდაცვლილი 34 წლის ქალია, იგი დატბორილ ქუჩაში წყლის ნაკადმა წააქცია და თავი ბორდიურს დაარტყა.
ბევრ ადგილზე წყლის ნაკადმა ავტომობილები წაიღო.
სასწავლო პროცესი შეწყვეტილია უამრავ სკოლაში.
სტამბოლის აეროპორტებიდან არაერთი ავიარეისი ანკარაში გადამისართდა.
თურქეთის კატასტროფების კოორდინაციის ცენტრის ინფორმაციით, მოსალოდნელია ძლიერი წვიმის გაგრძელება და ხდება უსაფრთხოების მაქსიმალური ზომების მიღება.
თურქეთში მობილიზებულია აბსოლუტურად ყველა სამსახური და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.