დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC), გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებული ქალთა და ბავშვთა საბჭოს, შიდა ქართლში „ქართული ოცნების" ქალთა ოგანიზაციის და გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, დღეს, 15 ოქტომბერს, გორში სკრინინგ აქცია მიმდინარეობს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე (სტალინის გამზ. №16) მოქალაქეებს კვლევების ჩატარება უფასოდ შეუძლიათ.
სამედიცინო აქციის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ ძუძუს კიბოს; საშვილოსნოს ყელის კიბოს; პროსტატის; კოლორექტული კიბოს; არტერიული ჰიპერტენზიის; B და C ჰეპატიტი და აივ ინფექიცია/შიდსის სკრინინგული კვლევებით.
როგორც ორგანიზატორები განმარტავენ, გამოკვლევები შპს „ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის“ მამომობილის და კვალიფიციური სამედიცინო პერსონალის მიერ ტარდება.
როგორც მედიკოსები აღნიშნავენ, სკრინინგი ჯანმრთელობის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რომელიც დაავადებებს ადრეულ ეტაპზე ავლენს, როცა მკურნალობა განსაკუთრებით შედეგიანია.
ცნობისთვის, უფასო სკრინინგ აქცია ხვალ, 16 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავშიც (ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორია) ჩატარდება.