საზოგადოება
13.10.2026 13:38
საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელთან დაკავშირებით, გორის ახალგაზრდულ ბიბლიოთეკაში ღონისძიება ჩატარდა

გორის ახალგაზრდულ ბიბლიოთეკაში, საქართველოს გაქრისტიანებიდან 1700 წელთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაში გორის №2 (ნატალი კალმახელიძე), №4 (ლაზარე ჭულუხაძე, ლიზი მამუკაშვილი, ლიზი ქანაშვილი), გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - სვენეთის (ბარბარე და ნინი ხაბაშვილები), კარალეთის №1 (თიკო გოგიაშვილი, ლიკა ჭეჭელაშვილი, მარიამ ზაალიშვილი, ნატალი დოიჯაშვილი, მეგი სუხიტაშვილი, მარიამ სუხიტაშვილი, ინა ცოტნიაშვილი, მარიამ შაყულაშვილი) და №2 (ციცი ჭეჭელაშვილი, ნია ადუაშვილი, ნატალი გოგიჩაშვილი, თამუნა ხარიბეგაშვილი, ანამარია პეტუაშვილი, ნანკა არჩუაძე) საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მონაწილეებმა ქრისტიანული სარწმუნოების მნიშვნელოვანი პერიოდები გაიხსენეს და წმინდანთა ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრეს.

ღონისძიების ფარლებში, ნოდარ მდინარაძემ, დანტე დარდიანმა და გიორგი მირაზანაშვილმა ლექსები წაიკითხეს, შესრულდა მუსიკალური ნომრებიც.

კვირის ამბები