ყველაფერი
12.10.2026 10:22
12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 ოქტომბერი გეომაგნიტური დღეა, რამაც, შესაძლოა, გარკვეული პრობლემები შეუქმნას გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს.

სასურველია, დღეს დავასრულოთ ძველი საქმეები და მოვერიდოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას.

12 ოქტომბერი განსაკუთრებით პოზიტიური და ხელსაყრელია თხის რქის და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი და პირადი ხიბლი იზრდება. დღის ენერგია სრულად თქვენს მხარესაა. საუკეთესო დროა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და ძველი საქმეების დასასრულებლად, თუმცა, მოერიდეთ ნაჩქარევ ნაბიჯებს.

კურო

ყურადღების ცენტრში პარტნიორული და პირადი ურთიერთობები, ასევე საქმიანი კავშირებია. დღე ხელსაყრელია ფინანსებზე ზრუნვისთვის, თუმცა, მოსალოდნელია მცირე სირთულეებიც, ამიტომ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გამოიჩინეთ მოქნილობა.

ტყუპები

დროა, გადაწყვეტილებები მკაფიოდ მიიღოთ და არ გადაუხვიოთ დასახულ მიზანს. შესაძლოა, წარსულის ადამიანებმა ან მოვლენებმა კვლავ შეგახსენონ თავი, რისთვისაც ემოციურად მზად უნდა იყოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ოჯახურ გარემოს.

კირჩხიბი

სასურველია, მაქსიმალურად მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს და იმუშაოთ მშვიდ გარემოში. პროფესიულ სფეროში ძველი, კარგი შესაძლებლობა დაგიბრუნდებათ. წარმატება გელით შემოქმედებით საქმიანობაში.

ლომი

ხელსაყრელი პერიოდია იდეების რეალიზაციისთვის. ენდეთ საკუთარ თავს და ლიდერულ თვისებებს. ურთიერთობებში გამოიჩინეთ მეტი ტაქტი, რათა თავიდან აიცილოთ გაუგებრობები.

ქალწული

ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. საუკეთესო დროა დაგროვილი საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გქონდათ.

სასწორი

თქვენი ნიშნისთვის აქტუალური ხდება ბალანსის პოვნა. კარგი დღეა მოლაპარაკებების და საქმიანი შეხვედრებისთვის. ინტუიცია სწორ გზას გიკარნახებთ.

მორიელი

ფინანსური საკითხები და მატერიალური სტაბილურობა დღეს წინა პლანზე წამოიწევს. გადახედეთ თქვენს ბიუჯეტს. პირად ცხოვრებაში მოერიდეთ გადამეტებულ ეჭვიანობას, რათა არ დაძაბოთ ურთიერთოებები.

მშვილდოსანი

ოპტიმიზმი და ახალი იდეები წარმატებას მოგიტანთ. გარშემომყოფებთან კომუნიკაცია მარტივი და პროდუქტიული იქნება. შესანიშნავი დღეა თვითგანვითარებისთვის.

თხის რქა

ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან - დღე განსაკუთრებით კარგი და წარმატებულია. დასახული გეგმები შეუფერხებლად შესრულდება, თუმცა, სასურველია, უფროსი და გამოცდილი ადამიანების რჩევებიც გაითვალისწინოთ.

მერწყული

მეგობრებთან და თანამოაზრეებთან შეხვედრა დიდ ენერგიას მოგცემთ. კარგი დღეა სამომავლო გეგმების დასახვისთვის. პირად ურთიერთობებში სასიამოვნო სიახლეებია მოსალოდნელი.

თევზები

თხის რქის მსგავსად, ეს დღე თქვენთვისაც განსაკუთრებით პოზიტიურია. კარიერულ წინსვლაში ან მიმდინარე პროექტებში წარმატების დიდი შანსი გაქვთ. მთავარია, შეინარჩუნოთ შინაგანი ჰარმონია.

კვირის ამბები