საზოგადოება
09.10.2026 16:53
დაგროვებითი პენსიით 37 010-მა პირმა ისარგებლა
საქართველოს საპენსიო ფონდმა 30 სექტემბრის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2026 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 778 ათასი ადამიანია. ამ დროისთვის, დაგროვებითი პენსიით კი 37 010-მა პირმა ისარგებლა და მათზე პენსიის სახით 193,554,407.22 ლარი გაიცა.

„სექტემბრის ბოლოსთვის საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10.1 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამური საინვესტიციო სარგებელი 3.0 მილიარდ ლარს მიუახლოვდა“, - აცხადებენ საქართველოს საპენსიო ფონდში.

შეგახსენებთ, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, პენსიის/საპენსიო აქტივების მიღება შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში:
მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას;
მონაწილის შესაძლებლობის შეზღუდვისას;
საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრისთვის გადაცემისას;
საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას.
კვირის ამბები