საზოგადოება
09.10.2026 14:46
გორსა და ტყვიავში უფასო სკრინინგის აქციები მოეწყობა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტში სკრინინგის აქციები ჩატარდება.

15 ოქტომბერს, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე (სტალინის გამზ. №16), ხოლო 16 ოქტომბერს სოფელ ტყვიავში (ჯანდაცვის ცენტრი), მოქალაქეები კვლევების ჩატარებას უფასოდ შეძლებენ.

სამედიცინო აქციის ფარგლებში, ძუძუს კიბოს (40-დან 70 წლის ჩათვლით) და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (25-დან 60 წლის ჩათვლით) ჩატარდება. გამოკვლევები შპს „ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის“ მამომობილის და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით გაიმართება.
კვირის ამბები