

ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლა ლია მინდიაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სააგენტოს ინფორმაციით, გამოფენა დღეს, 8 ოქტომბერს, გაიხსნება და ფერწერით დაინტერესებულ პირებს ცნობილი გორელი მხატვრის ნამუშევრების დათვალიერება ოქტომბრის ბოლომდე შეეძლებათ.
სამხატვრო სკოლის (მის: ფარნავაზის ქუჩა N1) საექსპოზიციო სივრცე სტუმრების მისაღებად 17:00 საათზე გაიხსნება.
დასწრება თავისუფალია.