საზოგადოება
07.10.2026 13:34
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტის გაცემა პაციენტებზე უახლოეს დღეებში დაიწყება - ირაკლი კობახიძე
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დადებითად დასრულდა მოლაპ[არაკებები კიდევ ერთ პრეპარატთან - „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით.

„დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატ „ვამოროლონის“ შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დადებითად დასრულდა. დარჩენილია ტექნიკური პროცედურები. გაიცვლება ხელშეკრულების ხელმოწერილი ვერსიები, რის შემდეგაც სახელმწიფო ამ პრეპარატს შეისყიდის. სახელმწიფო პროგრამაში „ვამოროლონის“ დამატებით, დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის კიდევ ერთი თანამედროვე პრეპარატი გახდება ხელმისაწვდომი. ის, რა თქმა უნდა, სრულიად უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის. რაც შეეხება „ჯივინოსტატს“, ის უკვე საქართველოშია და უახლოეს დღეებში დაიწყება პრეპარატის გაცემა პაციენტებზე.

ინფორმაციისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გარდა, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის სახელმწიფო შეისყიდის ინოვაციურ პრეპარატ, „ტრიკაფტას“ და პაციენტებს უფასოდ გადასცემს.
კვირის ამბები