საზოგადოება
07.10.2026 13:14
წელს, საქართველოში, დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო, 100%-ით განახლებული გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება
წელს, საქართველოში, დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო, 100%-ით განახლებული გრიპის ვაქცინის შემოტანა იგეგმება, რომელიც 3-კომპონენტიანია და მოიცავს 2 „ა“ ტიპის (მისურის და დარვინის შტამები) და 1 „ბე“ ტიპის (ტოკიოს შტამი) კომპონენტს, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ჩხაიძის განცხადებით, გრიპის აქტიურობის პიკი დეკემბრის ბოლოსა და იანვრის დასაწყისშია მოსალოდნელი.

„მოლოდინი გვაქვს, რომ წლევანდელი სეზონი იქნება იმ სტატისტიკის ფარგლებში, რაზეც მრავალწლიანი მონაცემები მიუთითებს. ნოემბერში დაიწყება გრიპის შემთხვევების მატება, ხოლო დეკემბრის ბოლო და იანვრის დასაწყისი, შესაძლოა, იყოს გრიპის აქტიურობის პიკი.

სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის სეზონი ნაკლებად აქტიურია გასული 2 წელთან შედარებით, ნაკლებია მიმართვიანობა პირველადი ჯანდაცვის რგოლში, ასევე შემცირებულია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. ყველაზე მეტი წილი წელს მოდის რინოვირუსზე, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების 60% რინოვირუსით არის განპირობებული.

რაც შეეხება ვაქცინას, ვაქცინა შემოდის ოქტომბრის თვეში და იგეგმება დაახლოებით 200 ათასი დოზა უფასო ვაქცინის შემოტანა, რაც ქვეყნისთვის სავსებით საკმარისია. ამ ვაქცინაში შევა 2 „ა“ ტიპის (მისურის და დარვინის შტამი) ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ერთი „ბე“ ტიპის (ტოკიოს შტამი) ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კვირის ამბები