ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ვიცე-პრემიერის მოვალეობაც დაეკისრება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ვიცე-პრემიერის პოზიცია დაეხმარება მარიამ ქვრივიშვილს კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში, ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში.