6 ოქტომბრის დღის პირველი ნახევარი შედარებით რუტინული და მშვიდი იქნება, ხოლო საღამოს საათებში მთვარე სასწორის ნიშანში გადავა, რაც აქცენტს პარტნიორულ ურთიერთობებსა და ჰარმონიის ძიებაზე გადაიტანს. ასტროლოგები გვირჩევენ, ამ დროს ახალი საქმეების დაწყებისგან თავი შევიკავოთ.
ვერძი
დღის პირველი ნახევარი მიმდინარე, რუტინული საქმეების დასრულებას დაუთმეთ. საღამოდან, როდესაც მთვარე სასწორის ნიშანში გადაინაცვლებს, თქვენი ყურადღება მთლიანად ურთიერთობებზე გადავა. იყავით უფრო გულისხმიერი და თბილი ახლობლების მიმართ.
კურო
დღის დასაწყისი მშვიდი და შემოქმედებითი საქმიანობისთვისაა ხელსაყრელი. მოერიდეთ წვრილმანებზე გაღიზიანებას, რადგან არსებობს კამათის და გარჩევების ალბათობა. საღამოს მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ სხეულზე ზრუნვას და სახლში კომფორტის შექმნას.
ტყუპები
დილიდან შესაძლოა საოჯახო თუ საყოფაცხოვრებო საქმეების მოგვარება მოგიწიოთ. ნუ აჰყვებით გარშემო არსებულ ქაოსს. საღამოსკენ სასწორის ჰაეროვანი ენერგია კარგ განწყობას, სიმსუბუქეს და ახალ შთაგონებას მოგიტანთ.
კირჩხიბი
დღის პირველ ნახევარში, გადაადგილებისას და მნიშვნელოვანი საუბრების დროს, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინეთ. საღამო საუკეთესოა ოჯახურ გარემოში, სიმყუდროვეს და დასვენებაში გასატარებლად.
ლომი
დღე ხელსაყრელია ფინანსური საკითხების გადასახედად და მატერიალური სტაბილურობის გასამყარებლად. საღამოს მოსალოდნელია საინტერესო ინფორმაციის მიღება ან ახლობლებთან სასიამოვნო კომუნიკაცია.
ქალწული
თქვენი ენერგოტონუსი მაღალია. დღის პირველ ნახევარში აქცენტი პირად ინიციატივებზე გააკეთეთ, საღამოდან კი წინ წამოიწევს პრაქტიკული და ფინანსური საკითხები, რაც გონივრულ დაგეგმვას მოითხოვს.
სასწორი
დღის პირველ ნახევარში შესაძლოა იგრძნოთ ენერგიის ნაკლებობა, ამიტომ, სჯობს, მშვიდად იმოქმედოთ და არ გადაიტვირთოთ. საღამოს, თქვენს ნიშანში მთვარის შემოსვლასთან ერთად, ძალების მოზღვავებას იგრძნობთ, გახდებით უფრო მომხიბვლელი და აქტიური.
მორიელი
კარგი პერიოდია მეგობრებთან ურთიერთობის და სამომავლო გეგმების დასახვისთვის, თუმცა, საღამოსკენ სასურველია, დრო მარტოობაში გაატაროთ, დაისვენოთ და საკუთარ ფიქრებს და სურვილებს მოუსმინოთ.
მშვილდოსანი
დღის განმავლობაში ყურადღება მიაქციეთ პროფესიულ საქმიანობას და კარიერულ მიზნებს. საღამოს კი მეგობრული შეხვედრები ან გუნდური აქტივობები დიდ პოზიტივსა და განტვირთვას მოგიტანთ.
თხის რქა
დღის პირველი ნახევარი კარგია თვალსაწიერის გასაფართოებლად, სწავლის თუ იდეების გაზიარებისთვის. საღამოდან ყურადღება გადავა კონკრეტულ ვალდებულებებსა და მიზნებზე, რომელთა შესრულებაც პასუხისმგებლობას მოითხოვს.
მერწყული
შესაძლოა, მოგიწიოთ ძველი ფინანსური ვალდებულებების ან ერთობლივი რესურსების განაწილება. საღამოსკენ სიტუაცია შეიცვლება - გაგიჩნდებათ მოგზაურობის, ახალი აღმოჩენების და საინტერესო ადამიანებთან საუბრის სურვილი.
თევზები
დღის განმავლობაში აქტუალური იქნება პარტნიორებთან (როგორც პირად, ისე საქმიან ცხოვრებაში) საერთო ენის გამონახვა. საღამოს საათებში მოერიდეთ რისკებს და მეტი ყურადღება მიაქციეთ შინაგან სიმშვიდეს.