აბიტურიენტებისთვის თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა კვლავ შესაძლებელია
დღეიდან, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე, აბიტურიენტებისთვის კვლავ შესაძლებელია თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, პროგრამების ასარჩევად აბიტურიენტი უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www. online. naec. ge, აირჩიოს ბანერი - „ერთიანი ეროვნული გამოცდები - მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია კი მოცემულია განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“.
შეგახსენებთ, მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისთვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
აღნიშნული გამონაკლისი კი, უმაღლესი განათლების რეფორმის პირველ წელს, აბიტურიენტებისა და საზოგადოებისთვის სიახლის გათვალისწინებით, მხოლოდ წელს იქნება, რომლის ინიციატორიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა.