გორელი ხელბურთელები საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობენ.
ქვეყნის პირველობა 2012-2013 წწ. დაბადებულებს შორის მიმდინარეობს. რაც შეეხება შედეგებს, გორელებმა სამი შეხვედრა ჩაატარეს და „გლდანი“ (35:28), „კორიდა“ (41:28) და „ყვარელი“ (31:17) დაამარცხეს.
აღსანიშნავია, რომ გორელმა პაატა ჯობინაშვილმა სამი თამაშის განმავლობაში 66 გოლი გაიტანა. მეკარე ლუკა ჩილაშვილმა კი გორელთა კარში 59 გოლი არ გაუშვა.
საქართველოს ჩემპიონატზე გორის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: ლუკა ჩილაშვილი, მათე ღერკენაშვილი, პაატა ჯობინაშვილი, საბა სტეფანიშვილი, საბა გოგშელიძე, ტატო ბლიაძე, გიორგი გორგიშელი, დავით ბერძენიშვილი, გუგა გვიმრაძე, დავით ჯაბანაშვილი, გელა ბერიანიძე, ნიკოლოზ ყიჩიშვილი და შოთა ახალკაცი (მწვრთნელები: ლაშა შემშენოვი, გია მამაცაშვილი).