სპორტი
02.10.2026 13:00
სუპერლიგის ახალი სეზონის სადებიუტო მატჩში „ივერიონი - გორი“ „მარგვეთს“ დაუპირისპირდება
სუპერლიგის ახალი სეზონის სადებიუტო მატჩში გორის საკალათბურთო გუნდი „ივერიონი - გორი“ ზესტაფონის „მარგვეთს“ დაუპირისპირდება.

შეხვედრა ხვალ, 3 ოქტომბერს ჩატარდება. საკალათბურთო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და გორის სპორტის სასახლე უმასპინძლებს. დასწრება თავისუფალია.

„გუნდის კაპიტანი ვლადიმერ თავაქარაშვილი და „ივერიონის“ ახალი თაობა თქვენს მხარდაჭერას ელის. შევიკრიბოთ და ერთად შევქმნათ გამარჯვების ატმოსფერო! მოდი დარბაზში, უქომაგე შენს გუნდს“, - აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები