

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექი.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 2 ოქტომბერს ღრუბრიანობა დღის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა, 14 საათიდან მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
ნაწილობრივ ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი გორში 3 ოქტომბერსაც, სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია მცირე წვიმაც, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +16 გრადუსს მიაღწევს.
პერიოდულად ღრუბლიანობა და მცირე ნალექია მოსალოდნელი გორის მუნიციპალიტეტში 11 ოქტომბრის ჩათვლით, დღე უნალექოდ ჩაივლის 5 და 9 ოქტომბერს. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, აღნიშნულ პერიოდში ჰაერი დღისით +16-19 გრადუსამდე გათბება.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქვემდებარე 67 სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - გია ბერძნიშვილი