უეფას ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს, 2 ოქტომბერს გამართავს.
რამაზ სვანაძის გუნდი უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. საფეხბურთო მატჩი ბუდაპეშტში ჩატარდება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
„უნგრეთის ნაკრები ძალიან კარგი გუნდია, რომელსაც შეთამაშების პრობლემა არ აქვს და საკუთარ მოედანზე თამაშობს. კარგად ვაცნობიერებთ, რომ როგორც ჩვენთვის, ისე მათთვის, ეს თამაში ერთ-ერთი ბოლო შანსია ჯგუფის მოსაგებად. თუმცა, ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს, მატჩს მზად ვხვდებით და ყველას ვპირდებით, რომ დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად არაფერს დავიშურებთ.
საკმაოდ თანაბარი ჯგუფია, რასაც მშრალი ციფრები და სატურნირო მდგომარეობაც ადასტურებს. ასეთ ვითარებაში ნებისმიერი ტური გადამწყვეტია და საბოლოო შედეგს სწორედ ის დეტალები განაპირობებს, რომელიც შორიდან, შესაძლოა, ნაკლებად შესამჩნევი იყოს. დარწმუნებული ვარ, დღესაც ანალოგიური ვითარება იქნება და ჩვენი მზადებაც ზუსტად იმისკენ იყო მიმართული, რომ თითოეული დეტალი მაქსიმალურად გაგვეთვალისწინებინა“, - აღნიშნა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ.
შეგახსენებთ, გასული ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა.