საერთაშორისო გამოფენაში - Green Week 2027 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო
სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საერთაშორისო გამოფენაში - Green Week 2027 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დღეს, 1-ელ ოქტომბერს, დაიწყო.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოფენაში მონაწილეობას შეძლებენ გადამამუშავებელი კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ საკვებ ან/და სასმელ პროდუქციას, ასევე მოვაჭრე სუბიექტები, რომლებიც ახორციელებენ გადამუშავებული აგროსასურსათო პროდუქციის რეალიზაციას. გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება კი 15 ოქტომბრის 18:00 საათის ჩათვლით გაგრძელდება.
„გამოფენას 2027 წლის 15 - 24 იანვარს ქალაქი ბერლინი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა უმასპინძლებს.
საერთაშორისო გამოფენა Green Week წამყვანი სავაჭრო გამოფენაა სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის სფეროში.
აღსანიშნავია, რომ 10 დღის განმავლობაში მწარმოებლები, მსოფლიოს მასშტაბით, პროდუქციის ფართო ასორტიმენტს წარმოადგენენ.
2026 წელს გამოფენაში მონაწილეობდა 1 600-ზე მეტი კომპანია 60-მდე ქვეყნიდან, ხოლო გამოფენას, დაახლოებით, 350 000 ვიზიტორი სტუმრობდა“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.
გამოფენაზე პროდუქციის წარდგენის მსურველმა მეტი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოს სააგენტოს ცხელ ხაზზე: 1501.