საზოგადოება
01.10.2026 16:53
გორის კულტურის ცენტრში ქართული ხალხური სიმღერის ბიჭუნათა გუნდი იქმნება
გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ინიციატივით, კულტურის ცენტრში ქართული ხალხური სიმღერის ბიჭუნათა გუნდი იქმნება.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, გუნდს ცნობილი ლოტბარი მიხეილ მცურავიშვილი უხელმძღვანელებს და 7-დან 14 წლის ჩათვლით ასაკის მოზარდები მიიღებიან.

საბუთების მიღება 7-დან 16 ოქტომბრის ჩათვლით გორის კულტურის ცენტრში იწარმოებს (გორი, მშვიდობის გამზირი 12/ა).

რაც შეეხება საჭირო დოკუმენტაციას, მსურველებმა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი, მშობლის პირადობის მოწმობის ასლი, ერთი ფოტოსურათი და სტატუსის შესახებ ცნობა (არსებობის შემთხვევაში) უნდა წარადგინონ.
კვირის ამბები