სპორტი
01.10.2026 12:35
„ივერიონი“ - „თელავის“ საკალათბურთო მატჩში გორის გუნდი დამარცხდა
გორის საკალათბურთო კლუბმა - „ივერიონი“ ახალი სეზონის მოსამზადებელი ამხანაგური შეხვედრა „თელავის“ წინააღმდეგ გამართა.

საკალათბურთო მატჩს გორის სპორტის სასახლემ უმასპიძლა და როგორც კლუბის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საწყისი პერიოდები მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მეორე ტაიმში „თელავმა“ თამაშში გარდატეხის შეტანა შეძლო და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა.

„საკალათბურთო კლუბი „ივერიონი“ მადლობას უხდის „თელავს“ სტუმრობის და საინტერესო სპარინგისთვის. გუნდები სუპერლიგის ოფიციალური სტარტისთვის მზადებას განაგრძობენ“, -აღნიშნულია გორის საკალათბურთო კლუბის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
 
კვირის ამბები