კულტურა
01.10.2026 11:03
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი 182-ე თეატრალურ სეზონს 7 ოქტომბერს გახსნის
გორის თეატრი 182-ე თეატრალურ სეზონს 7 ოქტომბერს გახსნის, ამასთან, გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით, 7-13 ოქტომბერს, გორის თეატრი თეატრალურ ფესტივალ ,,როტონდას" უმასპინძლებს.

როგორც თეატრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ახალი შემოქმედებითი სეზონის გახსნასთან დაკავშირებით აქტიურად ემზადებიან.

„ჩვენი ერთგული მაყურებლისთვის სასიამოვნო სიახლით ვბრუნდებით. სეზონის გახსნასთან ერთად, მოხარულები ვართ, გაცნობოთ, რომ 7-დან 13 ოქტომბრის ჩათვლით, გ. ერისთავის სახელობის თეატრში გორის თეატრალური ფესტივალი „როტონდა“ გაიმართება.

სპეციალურად თქვენთვის, ჩვენი ძვირფასი მაყურებლისთვის, საუკეთესო და გამორჩეული სპექტაკლები შევარჩიეთ. წინ სასიამოვნო დღეები გელოდებათ. პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და დაფინანსებით ხორციელდება“, - აცხადებენ გორის თეატრში.

ფესტივალის ფარგლებში გასამართი სპექტაკლების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გორის თეატრის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე. რაც შეეხება ბილეთების დაჯავშნა-შეძენას, შესაძლებელია როგორც თეატრის სალაროში (0370 27 79 32), ასევე ონლაინ: biltebi.ge-ზე.
კვირის ამბები