ყველაფერი
01.10.2026 10:38
1-ელი ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
ეს დღე ახალი შესაძლებლობების და მნიშვნელოვანი ცვლილებების დღეა, როდესაც ბევრ ადამიანს უჩნდება სურვილი, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ახალი ეტაპი დაიწყოს. ეს პერიოდი მეტად ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრებისთვის, სამომავლო გეგმების შედგენის და მანამდე გადადებული საკითხების მოგვარებისთვის.

♈ ვერძი
აქტიური და დინამიკური დღე გელით. ენერგია მიმართეთ ოჯახური და სახლთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. შესაძლოა მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ, თუმცა, ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ.

♉ კურო
შესანიშნავი დროა ადრე დაწყებული საქმეების ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად. პირად ურთიერთობებში წარმატების გასაღები გულწრფელი საუბარი იქნება, რაც ყველა არსებულ გაუგებრობას მარტივად აღმოფხვრის.

♊ ტყუპები
თქვენი მენტალური და ემოციური მდგომარეობა სტაბილური და მყარია. საუკეთესო დღეა ახალი ცოდნის მისაღებად, ინფორმაციის დასამუშავებლად და აქტიური კომუნიკაციისთვის. იყავით ღია, რადგან ახალი ნაცნობობა საინტერესო პერსპექტივებს გიქადით.

♋ კირჩხიბი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოთ თქვენს მატერიალურ მოთხოვნებს. კარგი დროა ფინანსური საკითხების მოსაწესრიგებლად და გასამყარებლად. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მცირე, მაგრამ პოზიტიური ცვლილებები.

♌ ლომი
პირად ურთიერთობებში ინიციატივის საკუთარ თავზე აღების დროა. თუ პარტნიორთან რაიმე გაურკვევლობა გაწუხებდათ, გულახდილი საუბარი ყველაფერს თავის ადგილზე დასვამს. საღამოს საათებში შეძლებთ გარშემომყოფები თქვენი იდეებით დააინტერესოთ.

♍ ქალწული
შესანიშნავი და პროდუქტიული პერიოდია გუნდური მუშაობისთვის. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად, საერთო ინტერესების გასაზიარებლად და სამომავლო გეგმების განსახილველად, თქვენს იდეებს მხარდაჭერა გარანტირებული აქვს.

♎ სასწორი
თქვენი ყურადღების ცენტრში კარიერული წინსვლა, პროფესიული სტატუსი და მიზნები მოექცევა. სასურველი შედეგის მისაღწევად, აუცილებელია, გამოიჩინოთ მაქსიმალური მიზანდასახულობა და კოლეგებთან შეთანხმებულად იმოქმედოთ.

♏ მორიელი
ეს დღე სულიერ აღმაფრენას და შინაგან სიმშვიდეს მოგიტანთ. ნუ ეცდებით ,,ველოსიპედის გამოგონებას", სჯობს, მიჰყვეთ დინებას და გამოიყენოთ უკვე ნაცადი, საიმედო მეთოდები. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

♐ მშვილდოსანი
დღე ხელსაყრელია შინაგანი ტრანსფორმაციისა და ძველი, არასაჭირო ვალდებულებებისგან გათავისუფლებისთვის. ყურადღება მიაქციეთ წვრილმან დეტალებს, რადგან სწორედ მათში იმალება წარმატების გასაღები.

♑ თხის რქა
პარტნიორული ურთიერთობები დღეს წინა პლანზე წამოიწევს. კარგი დროა საქმიანი ხელშეკრულებების განხილვის და პირადი კავშირების გამყარებისთვის. ეცადეთ, იყოთ კომპრომისული და მოუსმინოთ სხვების არგუმენტებს.

♒ მერწყული
დღევანდელი დღე ყოველდღიური რუტინის და ჯანმრთელობაზე ზრუნვის ნიშნით ჩაივლის. კარგი დროა მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად, კვების რაციონის დასარეგულირებლად და სამუშაო გარემოს მოსაწესრიგებლად.

♓ თევზები
შემოქმედებითი და პოზიტიური ენერგიით სავსე დღეა. თქვენი იდეები ადვილად მიიპყრობს ყურადღებას. კარგი დროა სასიყვარულო პაემნებისთვის, შვილებთან ურთიერთობის და საყვარელი ჰობით დაკავებისათვის.
კვირის ამბები